1. პროექტის
სახელწოდება „თბილისის ღირშესანიშნაობები’’
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის
მონაწილეები მოიძიებენ ინფორმაციას და სურათებს ინტერნეტში თბილისის ღირშესანიშნაობების
შესახებ ინგლისურ ენაზე, შექმნიან ვებ-გვერდს ინტერნეტში სადაც განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას და ატვირთავენ სურათებს მოცემულ თემასთან
დაკავშირებით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება უცხოელი ტურისტებისთვის თბილისში მოგზაურობის
დროს.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ეცნობიან
ინფორმაციას თბილისის ღირშესანიშნაობების შესახებ, იკვლევენ მათ ისტორიას,და ისწავლიან
ახალ ტერმინებს ინგლისურ ენაზე
4. პროექტის
მიზნები: ლექსიკური მარაგის გამდიდრება,მოსწავლეების თვალსაწიერის გაფართოება ისტორიული
მნიშვნელობის ძეგლებში, ინფორმაციის კვლევა-ძიების
უნარების განვითარება, კომპიუტერთან მუშაობის უნარის განვითარება.
5. მონაწილეთა
ასაკი: 12-13
6. ვადები/ხანგრძლივობა:
10.11.2015 წელი- 15.04 2016 წელი
7.მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ელექტრონულ ვებ-გვერდს,ატვირთავენ
სურათებს,გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას,შედგება
საინტერესო შემეცნებითი პრეზენტაციები
.
.
8.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,ინტერნეტი,ქაღალდი,კალამი
კომპიუტერი,ინტერნეტი,ქაღალდი,კალამი
9. პროექტის
მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე,ნამუშევრების
განთავსება ვებ -გვერდზე, ახალი ლექსიკური ერთეულების ჩაწერა ლექსიკონებში.
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები
გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგნებში:-ისტორიაში( შეისწავლიან ისტორიულ-კულტურულ
ძეგლებს), გეოგრაფიაში( შეისწავლიან ამ კულტურული ძეგლების გეოგრაფიულ ადგილ-მდებარეობას)
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში(ინტერნეტში მასალების მოძიებით-დამუშავებით,
პრეზენტაციების მომზადებით,ვებ -გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა.
11. პროექტის
ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მარიკა აფციაური
13.პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი: http://marikasblogi178.blogspot.com/
No comments:
Post a Comment